ლევან იოსელიანი - როგორ უნდა დაილაპარაკო, თუ ყოველდღე გამიშვი - გამატარეა, ეს დღის წესრიგი უნდა მოიხსნას

შარლ მიშელმა ორი კვირის ვადა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოგვცა, ეს რეალურად ქვეყნისთვის მიცემული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანისუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ტაქტიკას შეცვლის და აქციები უფრო კორექტულად წარიმართება.

“მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მუხტის დაწევასთან და დეესკალაციასთან არის დაკავშირებული. თუ ოპოზიციამ შეცვალა ტაქტიკა და აქციები უფრო კორექტულად წარიმართება, ნაკლებად იქნება გაწევ - გამოწევებისა და ჯაჯგურის ფონზე, ეს მხოლოდ კარგი იქნება. შარლ მიშელმა გუშინ რა უთხრა ორივე მხარეს, რომ შეეშვით ასეთ რიტორიკას, დაწიეთ ტემპერატურა, შეეშვით მუშტების ბრახუნს, დასხედით და დაილაპარაკეთ. როგორ უნდა დაილაპარაკო თუ ყოველდღე გამიშვი - გამატარეა, მაშინ შეუძლებელია ლაპარაკი. ეს დღის წესრიგი უნდა მოიხსნას რაღაცნაირად და სხვანაირ ფორმატში გადავიდეს ეს ყველაფერი.

ორი კვირის ვადა პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს კი არ მოგვცა, ეს რეალურად ქვეყნისთვის მიცემული შესაძლებლობაა, როდესაც მოხდება განაცხადის გაკეთება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამისთვის პოლიტიკური კონსენსუსი არსებობდეს და კრიზისი იყოს დაძლეული. რეალურად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ვადა მოგვცა და წინადადება დააყენა“, - განაცხადა იოსელიანმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული