Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 265 მილიონზე მეტი ადამიანი

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 265 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 78 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 91 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ჩილეში, მაროკოსა და თურქეთშია.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 265 მილიონზე მეტი ადამიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა