დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რის შემდეგაც მედიისთვის გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადებები.

„თურქეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტთან ფუათ ოქთაისთან. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ყვავილებით შეამკობს მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა