თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს პლატფორმას“  საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს პლატფორმას“ საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია.

როგორც გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „კოვაქს პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დაზუსტდა საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების ვადები, რამაც რაოდენობის ცვლილება გამოიწვია.

„3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოსთვის გათვალისწინებული იყო "ასტრაზენეკას" 184 800 დოზა, რომელიც ქვეყანას ეტაპობრივად უნდა მიეღო 2021 წლის 1-ელ და მე-2 კვარტალში (თებერვალი-ივლისის პერიოდში), ამავე პერიოდში უნდა მიგვეღო "ფაიზერის" 29 250 დოზა. ახალი დოკუმენტით, "ასტრაზენეკას" 129 600 დოზის მოწოდება მოხდება მაისის ბოლომდე. ივნისის ბოლომდე მოსაწოდებელი დოზების წინასწარი რაოდენობის შემცირება (მინიმუმ 184 800) არ მომხდარა, ამ ეტაპზე დაზუსტდა დოზების ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა მაისის ბოლომდე მიიღებს. ივნისის თვის ოდენობა დაზუსტდება დამატებით. რაც შეეხება "ფაიზერის“ ვაქცინას, დოზა არ შეცვლილა“, - განუცხადა გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა