ვატო სურგულაძე - ვაქცინის შემოტანაზე არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ ვიმუშავეთ, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს

არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ ვიმუშავეთ. ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ვატო სურგულაძე განმარტავს, საქართველომ არასაკმარისად იმუშავა იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინაცია დათქმულ ვადებში დაწყებულიყო.

„არ იმუშავეს, არ იყო ის მოწოდება და მუშაობის ტემპი, სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ ეს გაგვეკეთებინა. არ ვიცი ეს რატომ ხდება, არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ ვიმუშავეთ. ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი.

რაღაც პრობლემა აშკარად შეიქმნა, იგივე პრობლემა შეექმნა ბოსნია ჰერცოგოვინას, ამ „კოვაქს“ კიდევ ექნება პრობლემები, „კოვაქსი“ სულ 20%-ს გვაძლევს, ბოსნია ჰერცოგოვინას რომ შეექმნა პრობლემა „კოვაქსთან“, იქ სხვა გზებიდან შედის ვაქცინა და მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. მარტო „კოვაქსზე“ ჩამოკიდება და გადაბრალება, ჩემი აზრით, არასერიოზულია.

იქ უნდა ვისხდეთ - ეს არის ბრიუსელი, ლონდონი, შეერთებული შტატები თუ ინდოეთი. უკრაინამ 12 მლნ დოზა შეიძინა, ჩვენ სულ 3 მლნ-ზე მეტი გვჭირდება, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების სტილს“,- აცხადებს სურგულაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო