აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ მრავალშვილიან დედებს „კარფურის“ წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრები გადასცა

3 მარტთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა.

მინისტრმა, კომპანია „კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნინო რამიშვილთან და ,,კარფურ ისთ ფოინთის“ გენერალურ მენეჯერთან, ჯოზეფ კოჩანდრლესთან ერთად დევნილ ოჯახებს საჩუქრები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სასაჩუქრე კალათები, პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ.

„აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალურად დაუცველ ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის დახმარებების გაწევა. სწორედ ამ პრიორიტეტის ფარგლებში, დედის დღე მივულოცეთ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან დედებს. სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას“, - განაცხადა ლევან თევზაიამ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „კარფური“ აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობასთან და ჩართულია დევნილი ოჯახების მხარდასაჭერად დაგეგმილ სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო