ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი სკოლებისთვის მიღებას აცხადებს

26 თებერვლიდან 10 მარტამდე საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებისთვის ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანების მიზნით რეგისტრაცია ცხადდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

როგორც ილიაუნიში აცხადებენ, პროექტი „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

„პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონების 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებსა და კურიკულუმს, ჩატარდება სპეციალური ტრენინგი კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ბაზრობებზე, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

პროექტში სკოლების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ წელს შეირჩევა ის სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებენ შემდეგ რეგიონებში: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. სკოლებს მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ცენტრების ჩამონათვალი: ბათუმის ტექნოპარკი – ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15; ზუგდიდის ტექნოპარკი - ქ. ზუგდიდი, ლაღიძის ქ. N1, სოხუმის ქ. N2; ბაღდათის ინოვაციების ცენტრი – რუსთაველის ქუჩა N68; ხარაგაულის ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრი – ხარაგაული; თელავის ტექნოპარკი – ქ. თელავი, რუსთაველის ქ. N11; გურჯაანის ინოვაციების ცენტრი – ქ. გურჯაანი, კოსტავას ქუჩა; ახმეტის ინოვაციების ცენტრი – ქ. ახმეტა, ჭანტურიას ქ. N1; კასპის ინოვაციების ცენტრი – ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქუჩა.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა- https://bit.ly/3dp28ik არა უგვიანეს 2021 წლის 10 მარტისა.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: FB – https://www.facebook.com/TechClubsNetwork; ელფოსტა: info@techclubs.ge; ტელ.: 511 615 111 – ტრენინგების კოორდინატორი ნათია ცხოვრებაშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა