ზაალ უდუმაშვილი - აქციები გაგრძელდება, დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, აქციები და ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.

აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ცდილობდეს შეთანხმების ჩაშლას. ეს შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არცერთი სიტყვა არ თქმულა შეხვედრაზე იმის თაობაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა