გურამ მაჭარაშვილი - ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებში

არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, საუბარია იმ პრინციპებზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შეთანხმებამდე - ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებში, ეს კი გახლავთ ის, რომ ეს პროცესი რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ქუჩაში, გადმოიტანონ საქართველოს პარლამენტში, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვას, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი ისაუბროს ყველა იმ საკითხზე ოპოზიციასთან, რომელიც შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ჩარჩო დოკუმენტშია მოცემული.

მაჭარაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ პირობებში, როცა მისი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს, დემოკრატიული პრინციპების ღალატია.

„რიგგარეშე არჩევნები ტარდება მხოლოდ 2 შემთხვევაში: თუ არჩევნების შედეგები არ ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და თუ არის იმ დონის მტკიცებულებები გაყალბების, რომელიც სერიოზულად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს. ამ ორი კომპონენტიდან არც ერთი არსებობს და არც მეორე. მეორე დღესვე მოხდა არჩევნების შედეგების ცნობა და ლეგიტიმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც ჰყავდათ ძალიან ბევრი დამკვირვებელი და არც ერთი მტკიცებულება და მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა არჩევნების შედეგებს, არ არსებობს. ოპოზიცია საერთოდ უარს ამბობს არათუ მტკიცებულების წარმოდგენაზე, არამედ იმ მაღალი დონის კომისიაში მუშაობაზე, რომელიც ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისიის სახით. გამოდის, რომ ვსაუბრობთ ისეთი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, რომლის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვუღალატოთ დემოკრატიულ პრინციპებს, იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, რომელიც მეგობრების დახმარებით ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში რაღაცნაირად ავაწყვეთ და რომელიც ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. რაც შეეხება იმ 6-პუნქტიანი ჩარჩო შეთანხმების გეგმას, შარლ მიშელმაც ახსენა, რომ ჩვენ შევთანხმდით ძირითად პრინციპზე, რომ დავჯდებით და მოვილაპარაკებთ კონსტრუქციულ რეჟიმში, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი პოლიტიკური პროცესი. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, საუბარია იმ პრინციპებზე, რომელიც აუცილებლად ჩვენ მიგვიყვანს შეთანხმებამდე და ბუნებრივია, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებში, ეს კი გახლავთ ის, რომ ეს პროცესი რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს ქუჩაში, გადმოიტანონ საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა