ცვლილებების პროექტით, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. ამასთან, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 4%-დან 3%-მდე მცირდება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველ ქალაქებში ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - ყოველ 1 მაჟორიტარ წევრზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შემადგენლობა განისაზღვრება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა