გიგა ბოკერია - ჩვენ ვხედავთ სიცრუით სავსე კამპანიას, თითქოს გუშინ ოპოზიციის მშვიდობიანმა აქციამ მოლაპარაკებებს პრობლემა შეუქმნა

ჩვენ ვხედავთ სრულიად საფუძველმოკლებულ ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ასევე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან სხვა პარტიებიდან, რომ გუშინ ოპოზიციის სრულიად მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემა შეუქმნა მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს მოილაპარაკებს იმ ფორმაზე, რომლითაც დაგეგმილი აქციები გაიმართება.

„ჩვენ ვხედავთ სრულიად საფუძველმოკლებულ ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ასევე მთავრობას დაახლოებული სპიკერებისგან სხვა პარტიებიდან, რომ გუშინ ოპოზიციის სრულიად მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემა მოლაპარაკებებს შეუქმნა. ეს არის სრულიად არალეგიტიმური პოზიცია, სიცრუით სავსე და სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციების ფორმა შევცვალოთ, რადგან ეს სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი მოვუსპოთ ან გავურთულოთ ივანიშვილის გარემოცვის პროპაგანდას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. აქციების ჩატარების ფორმაზე ამ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა