ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო

ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო დანარჩენი აქციები მოდიფიცირდება.

მისი თქმით, ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს, მათ შორის, საპროტესტო აქციების ორგანიზებისას.

ჩვენ, გუშინდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად, რომლის ინიცირებაც მოახდინა პირადი მედიატორობით პრეზიდენტ მიშელმა.

ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ, სადაც არის პოლიტპატიმარი ნიკა მელია. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა