გიგი უგულავა - შეთანხმება ვერ შედგება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან, ეს არის სრულიად ცალსახა

შეთანხმება ვერ იქნება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან, ეს არის სრულიად ცალსახა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა.

მისი თქმით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ტყვეობაში უკანონოდ იმყოფება“, აქედან გამომდინარე, მოლაპარაკება სრულფასოვანი არ არის, ვიდრე ნიკა მელია დიალოგის მაგიდასთან არ იქნება წარმოდგენილი.

„მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებზე არ წამოადგენს ნიკა მელია. გავიხსენოთ, „ძვირფასმა ხელისუფლებამ“ ზუსტად ამ დროს, შარშან მე დამიჭირა. პრაქტიკულად მოლაპარაკებებიდან ამაცალა. გვახსოვს, იყო წყვეტა. შემდეგ მოლაპარკებები დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით, რომელიც ხელისუფლებამ ჯერაც არ შეასრულა რურუას ნაწილში. ამიტომ, ეს ერთიანი ნაწილია. ლაპარაკი საჭიროა რეზულტატისთვის. პირველი და მთავარი რეზულტატი იმისათვის, რომ დიალოგი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა ყველაზე მსხვილი ოპოზიციის თავმჯდომარე იყოს მაგიდასთან და არა ციხეში. შესაბამისად, ვადებიც განსაზღვრულია“, - აცხადებს უგულავა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს