სერგეი ლავროვმა და დაურ კოვემ 2021-22 წლების საკონსულტაციო გეგმას ხელი მოაწერეს

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ხელი მოაწერეს 2021-22 წლების საკონსულტაციო გეგმას. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სერგეი ლავროვის განცხადებით, დაგროვდა უამრავი საკითხი, რომელთა გადაწყვეტა აუცილებელია. ლავროვის თქმით, მათი გადაწყვეტისთვის უნდა იხელმძღვანელონ იმით, რის შესახებაც შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ასლან ბჟანია.

„ჩვენ განვაგრძობთ სისტემურად, ინტენსიურ ურთიერთთანამშრომლობას - მჭიდრო კავშირებს, რომლებიც ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყნებს შორის, ცალკეულ სამინისტროებსა და უწყებებს შორის. ჩვენ არცთუ ცუდი საქონელბრუნვა გვაქვს“, - განაცხადა ლავროვმა.

მანვე აღნიშნა, რომ ორივე მხარე განაგრობს თანამშრომლობას კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის მიმართულებით.

„ჩვენ ვნახეთ როგორ კარგად ღებულობენ ჩვენ მედიკოსებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ჩვენ აფხაზ მეგობრებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია