მიხეილ სარჯველაძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა - ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა შემაჯამებელი დასკვნა

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა შემაჯამებელი დასკვნა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტობრივი უზუსტობები გავლენას ახდენს იმ დასკვნებზე, რომელსაც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ.

"მე რამდენადაც გავეცანი, თვითონ დასკვნას იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს იმ საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში. მე ვიცი, რომელ ინფორმაციას ეყრდნობა ეს ორგანიზაცია, მაგრამ იქ არის არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობა, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში, მათ შორის გადათვლასთან დაკავშირებით, ცოტა ტენდენციურად არის მიწოდებული ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობა შემაჯებელი დასკვნა. ამიტომ მე ვერ გავიზიარებ შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზროსით პრობლემატურია, თუ ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციას", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ოლიგარქიულ მმართველობაზე გაკეთებული დასკვნებიც სუბიექტურ აღქმებთან არის დაკავშირებული და "დასაბუთების ხარისხი მოიკოჭლებს".

"ეს არ არის პირველად დასმული თემა, ამას ოპონენტები ხშირად უთითებენ და მცდარად უთითებენ. თუ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას სახელისუფლებო პროცესებში, რომელსაც ჰქონდა ადგილი წინა პერიოდში, პრემიერ - მინისტრი იყო ის პირადად და ა.შ. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქიული მმართველობის ნიმუშად. ოლიგარქიული მმართველობა გულისხმობს როცა ოლიგარქი სათავისოდ იყენებს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში არავითარი წინაპირობა, რომ მმართველობა გამოყენებული იყო კომერციული ინტერესებისთვის, უბრალოდ არ მოიპოვება. არ შეიძლება სუბიექტური და ზედაპირული დასკვნებით ვაკეთოთ დასკვნები", - განაცხადა სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო