ანა ნაცვლიშვილი - Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დარტყმის ქვეშაა

Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დარტყმის ქვეშაა , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, Freedom House-ის ანგარიში კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზია საქართველოში არსებული ვითარების და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა - ახალი, სამართლიანი არჩევნების სახით და სისტემური ცვლილებებით.

,,Freedom House-ის ანგარიშში ღიადაა საუბარი, რომ 2012 წლის შემდეგ მცირეხნიანი გაუმჯობესება შეცვალა ოლიგარქიულმა მმართველობამ და ფართოდ გავრცელებულმა კორუფციამ, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დაიცავს მოქალაქეთა უფლებებს და ლაგამს ამოსდებს აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობას, მედია პოლარიზებული და წნეხის ქვეშაა. ცალსახად ნეგატიურადაა შეფასებული არჩევნები და საარჩევნო გარემო, საუბარია მეტად უთანასწორო გარემოზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და მრავალი ტიპის საარჩევნო დარღვევაზე, რაც ფიქსირდება პრაქტიკაში და რაზეც ოპოზიცია და მათშორის ,,ლელოც” აქტიურად საუბრობდა საარჩევნო პროცესების შეფასებისას.

ანგარიშში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეც, მათ შორის მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის პოლიტიკური დევნის საქმეზე, სადაც კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ნათლად ჩანს შერჩევითი მართლმსაჯულების კვალი. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განცხადების გაკეთებიდან ორ კვირაში პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა, რაც ცალსახად ადასტურებს და ხაზს უსვამს ამ ქეისის პოლიტიკურ მდგენელს.

Freedom House-ის ანგარიში კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზია საქართველოში არსებული ვითარების და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა - ახალი, სამართლიანი არჩევნების სახით და სისტემური ცვლილებებით: მართლმსაჯულებაში, საარჩევნო კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებებში და სხვ მიმართულებით“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო