ლიეტუვის პრეზიდენტი - ჟიგიმანტის პავილიონისის ვიზიტმა ლიეტუვის, როგორც მედიატორის იმიჯი დააზიანა - მზად ვართ ნებისმიერ დროს წავიდეთ საქართველოში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქვეყნის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტის პავილიონისის თბილისში ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვიზიტით ლიეტუვის იმიჯი დაზარალდა.

”დღეს, ბატონი ჯ. პავილიონისის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი დაზიანებულია. ყველა მედიატორმა უნდა მოიტანოს სარგებელი და არა ზიანი. სამწუხაროდ, პავილიონისის ვიზიტის გამო უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის, როგორც მედიატორის იმიჯი საქართველოში დაზარალდა. ჩვენ ერთმანეთს ლიეტუვაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ. მზად ვართ ნებისმიერ დროს წავიდეთ საქართველოში“, -განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის გადალახვაში უნდა დაეხმარონ.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამართა სიღრმისეული საუბარი ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერებთან. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ შედეგები ხელშესახებია, მაგრამ დასაწყისი დიდ იმედებს იძლევა”, – განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა