პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე - იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძის ინფორმაციით, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზებულ ვაქცინებს აწარმოებენ.

როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აქვთ იმედი, რომ მარტში პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაცია დაიწყება.

,,ავტორიზაციას ამჟამად გადის კიდევ რამდენიმე ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. მოგეხსენებათ, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მესამე დღეა წასულია. მათ შორის ინდოეთში პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ მწარმოებლებთან, რომლებიც ავტორიზირებულ ვაქცინებს აწარმოებენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, თუ ქვეყანა 160 000 დოზა “ასტრაზენეკას” ვაქცინას მიიღებს, განიხილება საკითხი, რომ ერთჯერადად აცრით მოხდეს ადამიანების მაქსიმალურად მოცვა.

,,თუ 160 000 დოზა იქნება “ასტრაზენეკას” ვაქცინა შესაძლებელია პირველ ეტაპზე ჩავატაროთ ერთჯერადი ვაქცინაცია მეტი ადამიანის მაქსიმალურად მოცვით. წამოვიდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ ერთი დოზა საკმაოდ მაღალ დამცველობით ტიტრებს იძლევა და რაც მთავარია, ადამიანს შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდეს ან არ დამძიმდეს. ამიტომ, განიხილება საკითხი, რომ ერთჯერადად მოხდეს ადამიანების მაქსიმალურად მოცვა. ამასობაში, დიდი იმედი გვაქვს, რომ სხვა ვაქცინებიც წამოეწევა, გაიზრდება ვაქცინების წარმოება ზაფხულში დავეწევით მაქსიმალურად და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვიცავთ, რომ შემოდგომაზე მოვრჩეთ ადამიანების 60%-ის აცრას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა