მაიკლ კარპენტერი - აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს ერთად უნდა დაუჭირონ მხარი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

კარპენტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს.

„როდესაც საქმე ეხება საქართველოს, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს არსებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, – წერს ამერიკელი დიპლომატი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო