არჩილ თალაკვაძე “ლოპოტა სპა რეზორტის” დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ლოპოტა სპა რეზორტის” დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ძალიან ვწუხვარ წარმატებული ბიზნესმენის, “ლოპოტა სპა რეზორტის” დამფუძნებლის გოგა მაისურაძის გარდაცვალების გამო. ის იყო სამაგალითო ადამიანი და მოქალაქე, ბიზნესის ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც იდეის, გრძელვადიანი ხედვის და დაუღალავი შრომის შედეგად, შექმნა საამაყო, დამოუკიდებელი ქართული ბრენდი, პროგრესული, მწვანე ეკონომიკური პროექტი და ახალი სამუშაო ადგილები.

სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო