არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით სექტორული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთოს

პარლამენტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, სექტორული განვითარების იმ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩაერთოს, რომელმაც უახლოეს პერიოდში, კონკრეტულ სექტორებში სწრაფი ეკონომიკური აღდგენის შედეგი უნდა მოიტანოს, - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თალაკვაძემ პარლამენტის კომიტეტებს სექტორულ მუშაობაში და უმოკლეს დროში, კონკრეტული პოზიტიური სამოქმედო გეგმის შეთავაზების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის წარდგენილი უნდა იყოს პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები, გეგმები, ვადები.

„დღეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში, პირველ რიგში, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შედის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანებთან ერთად. ასევე, მნიშვნელოვანი პროეტების დამუშავება, მათი განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის შემცირება. ეს ის საკითხებია, რაზეც ყველაზე მაღალი მოლოდინია ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს სამთავრობო პროგრამა, თუმცა მნიშნველოვანია კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაძლებლობებს, რაც სექტორების მიხედვით არსებობს. პანდემიამ უკლებლივ ყველა სექტორი დააზარალა. შესაბამისად, მათთან აქტიური დიალოგი და კომუნაკაცია არის საჭირო, რათა განვაახლოთ ინფორმაცია იმ საჭიროებებსა და პრობლემებზე, რაც ყველა მიმართულებით დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო