არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ის, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი - ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გვერდით გადავდოთ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. ჩემი მხრივ, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით მკაფიო განცხადებას პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორცილებისთვის, როდესაც პირველ რიგში, შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანა, შემდგომში ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი, მათ შორის, „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი - ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გადავდოთ გვერდით. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს იყო მკაფიო. ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდება მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დღეს, პოსტკოვიდურ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ კირზისში ჩვენ მაინც შევძლოთ ინვესტორებთან მუშაობა და მათი დაინტერესება ამ პროექტით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს