პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება

პარლამენტში „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური მოსმენა გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებას აქვს წუხილი და კითხვები. თალაკვაძის თქმით, მთავრობის მხრიდან არსებობს შემხვედრი პოზიცია, რომ ანგარიშვალდებულების ფარგლებში პარლამენტმა ამომწურავი მოსმენა გამართოს, სადაც ყველა მხარე იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რამაც მათი წუხილი და პროტესტი გამოიწვია. კარგია, რომ მინისტრებმა მიიღეს დავალებები, ადგილზე ჩავიდნენ და ჰქონდეთ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, თუმცა ამ სფეროში პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ პარლამენტის წევრებს მიმართა, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა პროცესი ეფექტიანად დაიგეგმოს და ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აქვს, პასუხი გაეცეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო