ნათია თურნავას განცხადებით, „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.

„მოგეხსენებათ, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ ე.წ ნოტამი ანუ მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ - კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia- მ - კვირაში 2 სიხშირით, ხოლო, მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი, ეს არის ბაქო -თბილისი-ბაქოს რეისი კვირაში 3 სიხშირით, ეს არის „ლოუქოსთერი“ და ასევე, Air Astana და Fly Aristan. ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე, მაგალითად „თურქეთის ავიახაზებმა“, რომელიც ახორციელებდა რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში 2 რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ახორციელებდა კვირაში მხოლოდ 2 სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად. „ყატარის ავიახაზებიც“ გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით.

„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,“- განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:ცნობილია როდის განაახლებს ფრენებს ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizz Air

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო