გიორგი ხელაშვილი - როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით საქართველოში ოპოზიცია რომ იყოს ძლიერი, ისინი კონსტიტუციური და სამართლებრივი გზებით იბრძოლებდნენ, ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა კი სწორედ მათ სისუსტეს აჩვენებს.

„ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რა უნდა, უნდა მას მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ უნდა მას რეალურად შედეგის მიღწევა“,- განაცხადა ხელაშვილმა.

ის ამასთანავე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, პავლიონისის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში ფიასკო განიცა და ის არ იყო მიმართული საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ.

„ვფიქრობ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის ქცევა და საქციელი არ იყო მიმართული საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ. ფაქტია, რომ ამან კიდევ უფრო გაამწვავა ის ხმაური, ის გარკვეული გაუგებრობა, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. მე არ მიმაჩნია, რომ მისი მისია იყო კონსტრუქციული, მათ შორის, გუშინდელი მისი დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ვირტუალურად. ასე რომ, თავისთავად ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება არის სრულიად ადეკვატური, მან მოუწოდა თავის ერთ-ერთ პოლიტიკოსს, რომ ნუ ამწვავებს ურთიერთობებს საქართველოს შიგნით და ნუ ამწვავებს ურთიერთობებს საქართველოსა და ლიეტუვას შორის. ფიასკო გაიცადა პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით და ეს ფიასკო ვერ დააზარალებს საქართველო -ლიეტუვის ურთიერთობებს, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის“,- განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას შეფასებით, პავილიონისმა თავისი ვიზიტით ლიეტუვის, როგორც შუამავლის იმიჯი დაზარალდა, ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი საქართველოს ამ მძიმე სიტუაციის გადალახვაში უნდა დაეხმარონ და საქართველოში ვიზიტის მზადყოფნა გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა