ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე სკოლაში წინასწარი ტესტირების შედეგად 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა და სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების ჩატარების შედეგად, 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

"რაც შეეხება 161-ე საჯარო სკოლას, სწორედ წინასწარი ტესტირების საფუძველზე გამოუვლინდათ მასწავლებლებს ვირუსი. ამ შემთხვევაში დროულად მოხდა რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, როდესაც ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი ცენტრები ერთობლივად ვმართავთ იმ სიტუაციას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამიტომაც არის კარგი, რომ წინასწარი ტესტირების საფუძველზე, როდესაც ინფექცია ვლინდება, დროული რეაგირება ხდება და არ გვიწევს მთლიანად სკოლის დახურვა. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკლასო ოთახები დისტანციურ სწავლებაზე გადადის",-განაცხადა დგებუაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს