შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე - მოვუწოდებ ოპონენტებს, მოუსმინონ საკუთარ ამომრჩევლებს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს

მე მოვუწოდებ ოპონენტებს, მოუსმინონ საკუთარ ამომრჩევლებს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ტერმინი რიგგარშე არჩევნები როგორც ჩანს, არის ჩვენი ოპონენტების აკვიატება, რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი". პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ 1- პროცენტიანი გაყალბება მაინც დადასტურდება, „იმ წამსვე დაინიშნება რიგგარშე არჩევნები".

რაც შეეხება აქციების მოდიფიცირებას, პაპუაშვილი არ ფიქრობს, რომ ეს კომპრომისია ოპოზიციის მხრიდან.

„სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ბლოკირება არის კანონდარღვევა, კანონდარღვევაზე ხელის აღება არანაირ კომპრომისს და კონსტრუქციულობას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ გააცნობიერეს, კანონდარღვევა არ შეიძლება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო