მიხეილ სააკაშვილი - უახლოესი დღეების განმავლობაში ნიკა მელიას გათავისუფლებას ველით - თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი გაყინული იქნება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას გათავისუფლება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოუწევს და თუ ის ამას არ გააკეთებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება გაყინული და ჩამორთმეული. მას დაუდეს პირდაპირი სანქციების მუქარა. მის მიმართ იქნება მიღებული სხვა ზომები. უახლოესი მაქისმუმ კვირების და პრინციპში, დღეების განმავლობაში ჩვენ ველით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას, ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:თუ ივანიშვილი ნიკა მელიას არ გაათავისუფლებს, მისი ქონების უმეტესი ნაწილი გაყინული იქნება - მიხეილ სააკაშვილი

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს