თამარ კორძაია - მსოფლიომ ნიკა მელიას დაკავებით დაინახა, რომ ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ პოლიტიკური პატიმარი გააჩინონ და მერე ამით ივაჭრონ, თავისუფლად შესაძლებელია არჩევნების გაყალბება

მსოფლიომ განგაში ატეხა ნიკა მელიას დაკავების გამო და ამ დაკავებით დაინახა, რომ ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ პოლიტიკური პატიმარი გააჩინონ და მერე ამით ივაჭრონ, თავისუფლად შესაძლებელია არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას მხარდაჭერა ემსახურება იმას, რომ პირველ რიგში გადაწყდეს მელიას საკითხი და შემდეგ ყველა ის საკითხი, რომელიც ექვსპუნქტიან გეგმაში წერია.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შარლ მიშელთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ეს 6 პუნქტი არის განსახილველი თემა. ამ 6 პუნქტიდან ყველაზე ძირითადი არის ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი იმიტომ, რომ მსოფლიომ განგაში ატეხა ნიკა მელიას დაკავების გამო. მსოფლიომ მელიას დაკავებით დაინახა, რომ ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ პოლიტიკური პატიმარი გააჩინონ და მერე ამით ივაჭრონ, თავისუფლად შესაძლებელია არჩევნების გაყალბება. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა, აქ მოსვლა, მშვიდობიანი აქცია და ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ მელიას საკითხი უნდა გადაწყვიტონ და მერე პუნქტობრივად და სიღრმისეულად ვილაპარაკებთ ყველა საკითხზე „ოცნებასთან“ , რომელიც იყო იმ ექვსპუნქტიან დოკუმენტში. მოლაპარაკების მაგიდასთან გაირკვევა ყველას პოზიცია. იქამდე „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდეს საარჩევნო კოდექსში რა ცვლილებები შეაქვს და მისი გუნდი უჭერს თუ არა მხარს“ , - განაცხადა კორძაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა