რელიგიის საკითხთა სააგენტომ უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პედაგოგიურ კოლექტივს უმასპინძლა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პედაგოგიურ კოლექტივს უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას, რომლის მიზანი უსინათლო ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა, ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე. პრეზენტაციას უძღვებოდა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

მათივე ინფორმაციით, მასპინძლები დაინტერესდნენ უსინათლოთა კავშირისა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის საჭიროებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით. ამ თემებზე საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, რევაზ მაისურაძემ და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორმა, თინათინ საბაურმა ისაუბრეს. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კომიტეტი, რელიგიის სააგენტოსთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ ადამიანების პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცეს, რომელსაც რელიგიის სააგენტო უკვე, მეოთხე წელია, ბეჭდავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო