მარკეტა გრეგოროვა - ვფიქრობ, მხარეები ვადამდელ არჩევნებზე ვერ შეთანხმდებიან - პლებისციტი უფრო შესაძლებელი და ნაკლებად რთული გამოსავალი იქნებოდა

მედიაციის ჯგუფის ბრიუსელიდან საქართველოში გამოგზავნას სრულებით მხარს ვუჭერ, ასეთი ჯგუფის გამოგზავნისთვის ბოლო კვირებში დაუღალავად ვმუშაობდი. მიხარია, რომ ბატონი მიშელის მიერ ამ მხრივ გაწეული ძალისხმევა მოწონებული იქნა, - განუცხადა ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსს“.

გრეგოროვას თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ორგანიზაციის მხრიდან დახმარების ხელის გაწვდის სიგნალია.

„ვიმედოვნებ, რომ როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის ეს საკმარისი სიგნალია იმის დემონსტრაციისთვის, რომ ევროკავშირი ზრუნავს საქართველოზე და მისთვის დახმარების ხელის გაწვდენა სურს“, - განაცხადა გრეგოროვამ.

ამას გარდა, შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მსგავს გამოსავალს სიტუაციის მოგვარება შეუძლია, თუმცა მხარეების პოზიციების გათვალისწინებით, ამ მხრივ აღნიშნულ საკითხზე პლებისციტის გამართვა უფრო შესაძლებელი იქნებოდა.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, თუ ამას კონფლიქტის ორივე მხარე დათანხმდება, ვფიქრობ, ეს სიტუაციას ცალსახად მოაგვარებდა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეჭვები არ დარჩება, რომ პროცესმა სამართლიანად ჩაიარა, სხვა შემთხვევაში იგივე უწესრიგობას მივიღებთ, რომელშიც ახლა ვართ, მხოლოდ უარესს. ამის მიუხედავად, ვისმენ რა ორივე მხარის პოზიციებს, ვფიქრობ, რომ ისინი ვადამდელ არჩევნებზე ვერ შეთანხმდებიან. ვვარაუდობ, რომ პლებისციტი უფრო შესაძლებელი და ნაკლებად რთული გამოსავალი იქნებოდა“, - განაცხადა ჩეხმა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა