შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს - საინტერესოა, პატარა პარტიები მთლიანად შეეწოვებიან  „ნაცმოძრაობას“, თუ გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ

მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. ბოიკოტს გამოუცხადებს ადგილობრივ არჩევნებს იმიტომ, რომ ისინი არჩევნების გზით ძალაუფლებას ვერ იღებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ „ერთადერთი მიზანია, როგორმე ბუნტი მოაწყოს ქვეყანაში“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. ბოიკოტსაც გამოუცხადებს არჩევნებს იმიტომ, რომ ისინი არჩევნების გზით ძალაუფლებას ვერ იღებენ. ეს არის პრობლემა, რასაც აწყდებიან და ცდილობენ სხვა გზების მონახვას. ლოგიკურია, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს იმიტომ, რომ მოქალაქეების იმედი არ აქვთ, არჩევნების იმედი არ აქვთ. მათი ერთადერთი იმედია, რომ იქნებ რამენაირად ბუნტი გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ. დააკვირდით 2012 წლიდან მოყოლებული მათ პოლიტიკურ გზას. ეს იყო ბოიკოტის გზა ყოველთვის, ეს იყო არჩევნების არაღიარება - არცერთი არჩევნები არ უღიარებიათ. 2012 წლის არჩევნებს დღემდე არ აღიარებენ და ამბობენ, რომ რუსული პროექტიაო. არც 2016 წლის არჩევნები აღიარეს და წინა პარლამენტში ნახევარი დრო ბოიკოტში გაატარეს. მათ არ აინტერესებთ ქართველი ამომრჩევლის ნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფს აინტერესებს ძალაუფლება. ახლა ერთადერთი საკითხი პატარა პარტიებია, ისინი მთლიანად შეეწოვებიან თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რამენაირად გამოაჩენენ, რომ მხრებზე საკუთარი თავი ადგათ. ბოიკოტი გამორიცხული კი არა, მოსალოდნელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ არჩევნები არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ძალაუფლება და ცდილობენ, რომ ამას არადემოკრატიული გზით მიაღწიონ.

ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. ამ პუნქტებში, რომელსაც თვითონ ასახელებენ {ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ ბოლო შეხვედრაზე განსაზღვრული 6 პუნქტი} წერია საარჩევნო რეფორმა - ჩვენ ვაკეთებთ, წერია საგამოძიებო კომისია - ჩვენ ვაკეთებთ. ისინი არიან გარეთ, ისინი არ აკეთებენ არაფერს, მხოლოდ საუბრობენ და ღლიან ქართულ საზოგადოებას საკუთარი საუბრით. ეტყობა საზოგადოებას, რომ დაიღალა უკვე. ხან პროტესტს გამოაცხადებენ, ხან პიკეტს და საზოგადოება მათ მხარდასაჭერად ვხედავთ, რომ არ მიდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი მოლაპარაკებებიდან არაფერს ელის, რადგან შეთანხმება არ სურს.

„საქმე ის არის, რომ ოპოზიცია არც არაფერს ელის. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველ ჯერზე ვხედავთ და რაც დადასტურდა. ჩვენი ნათქვამი ხომ არ არის? ეს თქვეს „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“, რომლებიც შიგნით იყვნენ ოპოზიციასთან და თქვეს, რომ იქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უბრალოდ არ სურს მოლაპარაკება და შეთანხმება. რატომ არ სურთ? იმიტომ, რომ მათ არ სურთ ოპოზიციის როლი, მათ სურთ ძალაუფლება. ამ ძალაუფლებას ხალხის მანდატით ვერ იღებენ და ამიტომ ცდილობენ გარკვეულ მღელვარებას. ეს ყველაფერი მოლაპარაკების სიმულაცია რომ არის, იმანაც გვაჩვენა, რომ პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრიდან 10 საათიც არ იყო გასული, როცა იქ დავარცხნილი საუბრის შემდეგ გადაერთვნენ პიკეტირებაზე და დეპუტატების შეურცხყოფაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს - პაპუაშვილი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს