თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად დასრულდა

რამდენიმე ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, საკონკურსო წინადადებების მიღება გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების, ასევე, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზების შექმნას ითვალისწინებდა.

„საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მერაბ კოსტავასა და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება. გრიგოლ რობაქიძის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) კი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება.

საკონკურსო წინადადებების თანახმად, დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში, ხოლო ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალი, მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება.

გარდა ამისა, დასრულებულია კონკურსი მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის, „თბილისელი ბიჭების“ შესაქმნელად.

აღნიშნული კონკურსები თბილისის მერიამ გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო წინადადებების მიღება-რეგისტრაცია ხორციელდებოდა კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში და მიმდინარე წლის პირველ მარტს დასრულდა. საკონკურსო მასალებს შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისია“.

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციები 5-დან 14 მარტის ჩათვლით, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოიფინება და მისი ნახვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეეძლება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა