არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის შორის სატელეფონო საუბარი შედგა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათ ცნობით, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, კოვიდ19-ის ვაქცინაზე წვდომის საკითხს და საქართველოს რეფორმებს შეეხო.

„დავიდ სასოლიმ დადებითად შეაფასა ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. დავიდ სასოლიმ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით პოლიტიკური დიალოგის განახლების საჭიროებას და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაძაბულობის შემცირებას შეძლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა