ნუგზარ წიკლაური - არ იქნება მცდელობა, რომ მოლაპარაკების პროცესს რამენაირად ხელი შეეშალოს

ის, რომ ივანიშვილის მიმართ პოლიტიკოსს შეიძლება ჰქონდეს სკეპტიციზმი, სრულიად ბუნებრივია, რადგან ეს არის ადამიანი და ხელმძღვანელობს პარტიას, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა გადაგდებებით, მოტყუებით - სრულიად ბუნებრივია, რომ მისი ქმედებების და სიტყვების მიმართ უნდობლობა არსებობს,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პლებისციტის მოდელს თავს ივანიშვილი გვახვევს“.

როგორც წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ხისტი არ იქნება.

„მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება, ყველა მოდალობაზე იქნება საუბარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, ნებისმიერი დემოკრატიული შეხვედრა ქართველ ხალხთან, იქნება ეს პლებისციტი თუ ვადამდელი არჩევნები, დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით და ივანიშვილის პარტიის დამარცხებით.

მოლაპარაკებებს თავისებურებები აქვს იმის მიხდვით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული მოცემულ 6 საკითხზე. ჩვენც გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არ იქნება ხისტი, მაგრამ იქნება ძალიან პრინციპული იმ საკითხებში, რაც შეეხება ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების აღდგენის საკითხს. არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნებამდე მისასვლელი გზა როგორი იქნება, ამას განვიხილავთ. არავითარ წინაპირობებს არ ვდებთ, არ იქნება მცდელობა, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს მოლაპარაკების პროცესს“,- განაცხადა წიკლაურმა.

რაც შეეხება იმას, იზიარებს თუ არა თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას პლებისციტთან დაკავშირებით, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პარტიაში მიხეილ სააკაშვილს უდიდესი როლი აქვს.

მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიაში არის უდიდესი და განმსაზღვრელი. გარდა პირადი მეგობრობისა, მე სრულად ვაცნობიერებ, როგორი პოლიტიკური გავლენა და პატივისცემაც აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ღრმად ვარ დარწმუნებული, საქართველოში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შემდგომ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ვსაუბრობთ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე, მაგრამ ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. მას აქვს უდიდესი როლი საქართველოს შემდგომ აღმშენებლობაში“,- განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა