საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, დღეს, სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება.

„თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის.

მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს