ლევან იოსელიანი - პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება

პარტია „მოქალაქეების“ ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პლებისციტი ხაფანგია და თუ მასში ოპოზიცია თავს გაყოფს, აუცილებლად დამარცხდება.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარტია „მოქალაქეები“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის იდეას არ ემხრობა.

„პლებისციტთან დაკავშირებით ჩემი და ალეკოს პოზიცია იყო უარყოფითი. მიმაჩნია, რომ პლებისციტი ეს არის ხაფანგი, რომელშიც თუ ოპოზიცია გაყოფს თავს, აუცილებლად დამარცხდება. პლებისციტს არ ვემხრობი, ოპოზიციამ ეს კარგად იცის, ცუდი გამოსავალია ოპოზიციისთვის”, - აცხადებს იოსელიანი.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები, როგორც იოსელიანი ამბობს: „მე მგონი, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა შეთანხმება“.

ამასთან, როგორც იოსელიანი აცხადებს, მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„პოლიტიკური კრიზისი რამენაირად უნდა იყოს დაძლეული. ამისთვის მოლაპარაკებები გარდაუვალია. იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩვენი პარტიული ინტერესი დღეს გვერდზე უნდა გადავდოთ. კომპრომისული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს“, - აცხადებს იოსელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო