შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს, აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის

ზრდასრულმა ადამიანებმა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვასა და პოლიტიკაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ, უნდა ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიციამ უნდა დაასახელოს ის ნაბიჯები, რასაც შეთანხმების მისაღწევად დგამს. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციის მხრიდან აქციების გაუქმება კომპრომისი არ არის.

„მე წარმომიდგენია, რომ ზრდასრულმა ადამიანებმა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვასა და პოლიტიკაზე, აკვიატებებს თავი უნდა დაანებონ, უნდა ისაუბრონ ფაქტებით, მტკიცებულებებით და საკუთარ სამშობლოზე ფიქრით. შეხვედრის კონკრეტული თარიღი დანიშნული არ არის. სხვა მხრივ, ყველანაირად მიდის მუშაობა, რომ ყველა მხარე განეწყოს არა რაუნდისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. მთავარი ის კი არ არის, რომ შეხვდნენ მხარეები ერთმანეთს, მთავარია შევთანხმდეთ. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ შეთანხმების კუთხით საარჩევნო რეფორმის კუთხით, საგამოძიებო კომისიის კუთხით და ა.შ. ჩვენმა ოპონენტებმაც დაასახელონ, რას აკეთებენ თავის მხრივ. აქციების შეწყვეტა კომპრომისი არ გახლავთ. ისინი კანონდარღვევას ჩადიოდნენ პიკეტირებით. კანონდარღვევაზე თუ ხელი აიღეს, ეს არ ნიშავს კომპრომისს, ეს ნიშნავს, რომ კანონის ჩარჩოში დაბრუნდნენ. რაც შეეხება პლებისციტს, ჩვენი პასუხი ნათელი და მარტივია - რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის შედეგებზე მოსახლეობის ნება არ აისახა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო