საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები დღეიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. კვლევის შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ პაციენტებს და რა სერვისები სჭირდება. ახლა ასეა - პაციენტებს რაღაც შეაწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი ან გულის ჩივილები, სუნთქვის გაძნელება და ა.შ. და თავისი სურვილით მიდის ექიმთან. ეს არ არის სისტემაში მოყვანილი. ჩვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 5 მარტის მონაცემებით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 022 ტესტი ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 262-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა