ირაკლი ზარქუა - მინისტრის მოსმენას ფორმალური ხასიათი ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორის მოსმენა ხდებოდა პარლამენტში

ფორმალური ხასიათი მინისტრის მოსმენას ჰქონდა წინა რეჟიმის დროს, როცა ორი გვამის ავტორის მოსმენა ხდებოდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ფორმალური კითხვები მინისტრის მოსმენისას, სწორედ წინა მმართველობის პერიოდში ისმებოდა. ზარქუას თქმით, მათ ექნებათ კითხვები მინისტრთან, მათ შორის, „ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებითაც - რა იყო, რამ გამოიწვია, რამდენად საჭირო იყო, სხვა მექანიზმი ჰქონდათ თუ არა“.

„როცა ჩვენთან მოდიან მინისტრები, ხედავთ, რა მწვავე კითხვები ისმება, ჩვენ არ ვერიდებით და გვგონია და გვწამს, რომ დასამალი არაფერია. რასაც ვაკეთებთ, აკეთებენ მინისტრები ცალკეული გადაწყვეტილებებით, ამას აქვს ახსნა და მოვისმინოთ ყველამ ეს არგუმენტები“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო