გიგი წერეთელი ვახტანგ გომელაურის მოსმენაზე - დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ნიკა მელიას დაკავება, რაც ცენტრალური ამბავია, ფერადად დახატონ

პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება მთავრობის წევრის მოსმენა სრულფასოვნად შედგეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ვახტანგ გომელაურის მოსმენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელ მოსმენაზე, ნიკა მელიას საქმე ცენტრალური ამბავია, რომელსაც ძალიან რბილად და ფერადად დახატავენ.

“ნებისმიერი მინისტრის მოსმენა, ეს იქნება გომელაური, თუ სხვა, პრაქტიკულად წინასწარ შეთანხმებული სცენარით იქნება. იმ პარლამენტში, სადაც ოპოზიცია არ არის და როლები განაწილებულია, არ შეიძლება ნებისმიერი მთავრობის წევრის მოსმენა სრულფასოვნად შედგეს. ინტერესი ასეთი მოსმენების დროს არის, როდესაც ოპოზიცია სვამს კითხვებს, როდესაც ოპოზიციას აქვს ინტერესი, როდესაც ოპოზიცია გამოხატავს ხალხის მოსაზრებებს. რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცი, როგორ მოხდება იმის განხილვა, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოხდა. ეს ცენტრალური ამბავია და დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, ძალიან რბილად და ფერადად დახატონ“, - განაცხადა წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო