გიორგი კანდელაკი - სოზარ სუბარს ურჩევნია პოლიტიკური კომენტატორობის ნაცვლად, მთავრობის პოზიცია წარმოადგინოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ყველა დაისჯება, ვინც არჩევნებს აყალბებდა.

როგორც მან პარტიის ოფისში განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იერარქიულად ხდებოდა კრიმინალი.

„სუზარ სუბარს ურჩევნია პოლიტიკური კომენტატორობის ნაცვლად, მთავრობის პოზიცია წარმოადგინოს. როგორც არის აღნიშნული, ერთ-ერთი მთავარ საკითხად შარლ მიშელის ჩარჩო დოკუმენტში, დათანხმდეს რიგგარეშე არჩევნებს, იქნება საკუთრივ არჩევნები თუ პლებისციტის ფორმა. რაც შეეხება დარღვევების გამომზეურებას, თუ არ ვცდები, მარნეულის მე-60 უბანში, ვიდეოზეა გადაღებული, როგორ ხდება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა. ვინ დაუშალა „ქართულ ოცნებას“ ეს ფაქტი მაინც, რაც ვიდეოზეა აღბეჭდილი, გამოიძიებინა და დაესაჯა დამნაშავეები?! ცხადია, გამოძიებით აღმოჩნდებოდა, რომ იერარქიულად ხდებოდა კრიმინალი. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები მომავალში გამომზეურდება, ყველა იქნება დასჯილი, ვინც აყალბებდა არჩევნებს“,- აცხადებს კანდელაკი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნებისთვის მზად არის, რისთვისაც მიზეზი უნდა ჰქონდეთ.

რაც შეეხება პლებისციტს, სუბარის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები მუდმივად იცვლება, მისთვის გაუგებარია, რატომ ექცევიან ოპოზიციონერები მაინცდამაინც „იმ გავლენის ქვეშ, რასაც სააკაშვილი იტყვის“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა