მამუკა ხაზარაძე - მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები - განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

მე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც იპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ქვეყანას პლებისციტი არ სჭირდება.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია.

„მე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები. პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ - ადამიანებს, ჩვენ მოქალქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ მოქალაქეებს, გვინდა თუ არა ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს?!

პროცესი ჩიხშია შესული. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. გამოსავალია განვითარებაზე სტაბილურად გადასვლა. განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები“, - აცხადებს ხაზარაძე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა