ვახტანგ გომელაური - 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხისა და დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

„ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი: დედოფლისწყაროში - სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში - სექტორი „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში - სექტორები „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა.

„სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს, როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს”, - აღნიშნა შს მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა