ვახტანგ გომელაური - მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები.

როგორც გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

„2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები. დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სახელმწიფო სანომრე ნიშნების დისტანციურად შეცვლის გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს“ -, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა