ცაგერში „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა, რომელსაც ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ესწრებიან, კამათით მიმდინარეობს

ცაგერში, „ნამახვანჰესის“ საკითხის განხილვა, რომელსაც მინისტრები ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ესწრებიან, კამათით მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დარბაზში შეკრებილებს ესაუბრებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები.

თავად მოქალაქეები კი აღნიშნავენ, რომ ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგი არიან, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გარემოსთვის საფრთხის შემცველია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საუბრის პარალელურად რამდენიმე მოქალაქემ კულტურის სახლის დარბაზი დატოვა.

„ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე გვესაუბრებით?!“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ნათია თურნავას, რის შემდეგაც დარბაზიდან გავიდა.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ ქუთაისში აქცია გამართეს. 4 მარტის კი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა, რა დროსაც მინისტრებს ლევან დავითაშვილსა და ნათია თურნავას ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა დაავალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა