გიორგი ვაშაძე სააკაშვილის განცხადებაზე - სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ვაშაძეს მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

„ჩემთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის არაფერი არ იცვლება. ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში ეს ჰკითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირებთან მეტ სინერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე. არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება მნიშვნელოვანია, რომ პასუხიმგებლიანი ხალხი მოვიყვანო ხელისუფლებაში. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ შეუშლის ხელს, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“. ცალკეული განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება“ ,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა