ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრების წინადადებით მიმართავს

დეპუტატი ფრიდონ ინჯია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება პოლიციელთა შეურაცხყოფაზე, ასევე მედია საშუალებებით მომდინარე ცილისწამებაზე.

ინჯიამ გომელაურს მიმართა, რომ ქვეყანაში დაუმორჩილებლობა ნორმად და გმირობად იქცა.

“ის დესტრუქციული ძალები, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, არაფრად აგდებენ პანდემიის გამო დაწყებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს. დამნაშავე საკუთარ დანაშაულს 2 000 ლარად ყიდულობს. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის ნაცვლად, უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. ამის მაგალითია გუშინ გავრცელებული ვიდეო, რომელსაც ვინმე ნინია ცისკარიშვილი იღებს. მას პალატკებში “კერასინკა“ შეჰქონდა, ისე იგინებოდა და ისე ლანძავდა ჩვენს პოლიციელებს, რომ არ ვიცი, რა ფული გადაუხადეს ამ ადამიანს. ისეთი სიტყვებით, რომ ვერ წარმომიდგენია რა ოჯახშია, რა შვილები უნდა გაზარდოს ან ვისთან ცხოვრობს, მოდიან თუ არა მასთან მეგობრები სტუმრად... ალბათ ვისთანაც ცხოვრობს, ჯოჯოხეთი გავლილი ექნებათ და თავის დროზე, სამოთხეში მოხვდებიან“, - განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიავახტანგ გომელაურის მისამართით.

მისივე თქმით, მედია საშუალებებით ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი მოედინება. ინჯიამ გომელაურს ჰკითხა, თუ ფიქრობს ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო