ბადრი ჯაფარიძე - როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

როდესაც მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული და ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტთან დაკავშირებით მისთვის უცნობია სხვა პარტიების პოზიცია, თუმცა იქამდე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დააკავებდნენ, მათ მზადყოფნა ჰქონდათ აღნიშნულ საკითხზე.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არის თანმიმდევრული თავის განცხადებებში და ნაბიჯებში, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კომპრომისული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ შევთანხმდეთ იმ 6 პუნქტის ირგვლივ, რომელზეც შარლ მიშელმა ისაუბრა და რომელზეც აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ უახლოესი 10 დღის განმავლობაში და ეს არის სწორედ კომპრომისული ნაბიჯი, როდესაც მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული და ცივილიზებული გამოსავალი ამ კრიზისიდან. მე შემიძლია გითხრათ, რომ „ლელო საქართველო“ ამას მხარს დაუჭერს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ვნახავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე როგორც ვიცი, სანამ ნიკა მელია არ იყო დაკავებული, მათ მზადყოფნა ჰქონდათ ამისათვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს