ნინო წილოსანი შს მინისტრს მიმართავს, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოს

გუშინ გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატიურად აუპატიურებდა და დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლით არის აღძრული, არ შეიძლება ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როცა 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

წილოსანის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის პარალელურად, დღეს ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია არასრულწოვანი გოგონების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული და მოძალადეების სრული სიმკაცრით დასჯა. დეპუტატმა შს მინისტრს მიმართა პირად კონტროლზე აიყვანოს საკითხი, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნიოს მსგავსი ფაქტების დროულად გამოვლენა, მათზე რეაგირება, მონიტორინგი, იმისთვის, რომ სათანადო და ძალიან მკაცრი სასჯელის ქვეშ აღმოჩნდნენ დამნაშავეები.

„ქალთა მიმართ ძალადობა კრებსითი სახელია და მასში მოვიაზრებთ დაწყებული ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას, რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბს უწოდებს, ასევე, ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებს და ასევე, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის იმ საშინელ და ტრაგიკულ ფაქტებს, რომლებიც პერიოდულად გვესმის. გუშინაც გახმაურდა, რომ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელიც 11-12 წლის გოგონას სისტემატიურად აუპატიურებდა და დიახ, არ შემეშინდება ამ ტერმინის გამოყენების, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სხვა მუხლით არის აღძრული, არ შეიძლება ეს გაუპატიურების აქტი არ იყოს, როდესაც 50 წლის კაცი 11 წლის ბავშვთან ამყარებს სექსუალური ხასიათის ურთიერთობას და წარმოუდგენელია, ეს არ იყოს მასზე ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობისა და მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენების კომპონენტის გარეშე. სულ ცოტა ხნის წინ, ასევე იყო 14 წლის გოგონას ტრაგიკული თვითმკვლელობის თემა, რომელიც ფაქტობრივად ორმაგი ძალადობის მსხვერპლი იყო და თითოეულ ასეთ შემთხვევაში ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას, რა უნდა გავაკეთოთ დამატებით, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის პრევენცია მოვახდინოთ. იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ არის საკმაოდ მგრძნობიარე მსგავსი ფაქტების მიმართ, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს როლი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ თემაში. დღეს, როგორც ჩანს, ასეთი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია არასრულწოვანი გოგონების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული, მოძალადეების სრული სიმკაცრით დასჯა და მე მინდა თქვენი პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოთ ასეთი საკითხი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნიოს დროულად გამოვლენა, რეაგირება, მონიტორინგი, რომ სათანადო და ძალიან მკაცრი სასჯელის ქვეშ მოხვდნენ ეს ადამიანები, იმის პარალელურად, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ფორმულირება „11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული“ გაუპატიურებად მიიჩნეოდეს და არ იყოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალება,“- განაცხადა წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა